chemistry

ინტეგრირებული (ქიმია-ფიზიკა) გაკვეთილის გეგმა 
თემა: ატომის აღნაგობა, იონი.
მიზანი: გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ იცოდეს ატომის შემადგენელი უმცირესი ნაწილაკები,შეძლოს საუბარი მათი მუხტების, მასების შესახებ. უნდა იცოდეს როგორ მიიღება იონები(დადებითი, უარყოფითი), როგორი იონები არსებობს,მათი სახელწოდებები. ასევე უნდა შეეძლოს ატომის აგებულებაზე საუბარი პერიოდული სისტემის დახმარებით.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე განსაზღვრავს ატომის აღნაგობას,ასახელებს შემადგენელ ნაწილაკებს, შეუძლია აჩვენოს იონის წარმოქმნის მექანიზმი, ასახელებს იონებს(კათიონი,ანიონი),პერიოდულ სისტემაში ელემენტის ადგილმდებარეობის მიხედვით განსაზღვრავს ატომის აღნაგობას.
სამიზნე ობიექტი: მე-8ბ კლასი
მოსწავლეების რაოდენობა: 12 მოსწავლე
დროის მიხედვით აქტივობების განაწილება
მისალმება,კლასის ორგანიზება, შესავალი სიტყვა: 4წთ
ირინას (ფიზიკა) მინი ლექცია: 6წთ ...........
ირმას (ქიმია) მინი ლექცია: 5წთ- 
ქალბატონი ირინას ლექციის შემდეგ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რომელი ელექტრონები მიიღებენ მონაწილეობას დამუხტვაში, ცხადია ეს გარე შრის ელექტრონებია, და მათი რაოდენობა პერიოდულ სისტემაში ემთხვევა ჯგუფის ნომერს მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებისთვის, ასევე გასათვალისწინებელია,რომ ატომში ენერგეტიკული შრეების რიცხვი ემთხვევა სისტემაში პერიოდის ნომერს, მაგ. თუ ელემენტი მე-3 პერიოდშია მას ექნება სამი შრე, ხოლო პერიოდულ სისტემაში ელემენტის ატომური ნომერი ანუ რიგითი ნომერი ემთხვევა ატომში პროტონების,ელექტრონების რიცხვს და ასევე განსაზღვრავს ბირთვის მუხტის სიდიდეს. მაგ. თუ ატომური ნომერი 10-ია ეს ნიშნავს რომ ამ ატომის ბირთვში არის 10 პროტონი, ბირთვის გარშემო მოძრაობს 10 ელექტრონი და ბირთვის მუხტის სიდიდეა +10. 
მინი ლექციების შემდეგ საინტერესო რგოლი ატომის აგებულებაზე( 6 წთ), ფილმის ჩვენების დასრულებისთანავე , ეკრანზე მოსწავლეები აკეთებენ ტესტურ დავალებებს ჯერ ფიზიკაში(5-კითხვა) , შემდეგ ქიმიაში(5-კითხვა) 
1. რას განსაზღვრავს ატომში პერიოდის ნომერი?.
2. რა აქვთ საერთო ა მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებს? 
3. გარე შრის აგებულებაა nS2nP4 , როგორია ამ ელემენტის შესაბამისი ოქსიდის და წყალბადნაერთის ფორმულა? 
4.1S22S22P63S23p2 დაასახელეთ რომელ ჯგუფში, პერიოდშია ელემენტი და რამდენი პროტონი და ელექტრონია ატომში? 
5. რას ეწოდება იზოტოპი? დაწერეთ იზოტოპის სიმბოლო თუ ის შეიცავს 7 პროტონს და 6ნეიტრონს; 20პროტონს და 22 ნეიტრონს. 8 წთ.
მასალის განმტკიცება , გაკვეთილის შეჯამება, უკუკავშირის მიღება, შეფასება, დავალება- 5წთ.
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო, პროექტორი,კომპიუტერი, მენდელეევის პერიოდული სისტემა.

1 comment: